ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბადაგონის“ ქართული ღვინოები იაპონიაში ყველა სინჯის მედლით დაჯილდოვდა
15 სექტემბერი, 2016

BADAGONI-ის ღვინოებმა ტოკიოს 2016 წლის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე “Japan Wine Chellenge” 7 ჯილდო მოიპოვა! ბადაგონის „კახური წარჩინებული“ ოქროს მედლით დაჯილდოვდა და ასევე საუკეთესო ქართულ ღვინოდ დასახელდა! ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაინაწილეს ბადაგონის წითელმა და თეთრმა „ალავერდის ტრადიციებმა“, ღვინო „წინანდალმა“ და ცქრიალა ღვინოებმა „Maestro“და „Badagoni Brut“. კონკურსში 30 ქვეყნის 1600 ღვინო იყო წარმოდგენილი, რომელთაც საუკეთესო იაპონელი და მსფლიოს სხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესიონალი სპეციალისტები აფასებდნენ. „კახურ წარჩინებულს“ ოქროს მედლები მოპოვებული აქვს ასევე გერმანიის (2008), ესპანეთის (2008, 2009), პოლონეთის (2007) და სხვა ღვინისსაერთაშორისო კონკურსებზე.

ღვინის საერთაშორისო კონკურსი „Japan Wine Chellenge“ წელს მე-19-ედ გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელსაც ოქროს მედალი და საუკეთესო ქართული ღვინის წოდება სწორედ BADAGONI-ის ღვინომ „მუკუზანმა“ მოიპოვა. 2016 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 14 ნოემბერს ტოკიოს ვინექსპოზე გაიმართება. გამარჯვებულებს ჯილდოებს თვით მისი უდიდებულესობა იაპონიის პრინცესა ტაკამადო გადასცემს.

საუკეთესო ქართული ღვინო - რა თქმა უნდა ბადაგონი! 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.