ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბადრი პატარკაციშვილის ძმა ძველ თბილისში სასტუმროს აშენებს
16 სექტემბერი, 2021

ბადრი პატარკაციშვილის ძმა ძველ თბილისში სასტუმროს აშენებს. ორთაჭალაში იაკობ პატარკაციშვილი და მისი ბიზნესპარტნიორი შალვა ომანაძე 855 კვ.მ ფართობზე 8 სართულიან შენობას აშენებენ.  შპს „1 ინვესტმენტს“ დედაქალაქის მთავრობასთან პროექტის ესკიზი უკვე შეთანხმებული აქვს. არიქტექტურის სამსახურს გაცემული აქვს მშენებელობის ნებართვაც, თუმცა, როგორც ირკვევა, 2019 წელს გაცემული მშენებლობის 2–წლიანი ნებართვის ვადა კომპანიისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შპს „1 ინვესტმენტი“ მშენებლობის 1 წლის ვადით გახანგძლივებას ითხოვს.

თბილისის მერიის არქიტქტურის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სასტუმროში დაახლოებით 112 ნომერი მოეწყობა. შენობას ექნება ერთი მიწისქვეშა და 8 მიწისზედა სართული. მეშვიდე სართულზე ბარ–რესტორანი მოეწყობა, აქვე იქნება სატრენაჟორტო და საუნა. სასტუმრო მართკუთხა ფორმის იქნება. არქიტექტორების გადაწყვეტილებით, ფასადები კერამიკული ფილებით მოპირკეთდება, ხოლო ვიტრაჟებში ალუმინის საფსადე სისტემები იქნება გამოყენებული. პროექტით ასევე დაგეგმილია 130 კვ.მ. გამწვანებული ტერიტორიის მოწყობა. შენობაში 230 კვ.მ კომერციულ ფართს დაეთმობა, 70 კვ.მ. ოფისს. 254  კვ.მ. საზაფხულო ფართობისთვისაა გამოყოფილი, ხოლო 70 კვ.მ. აუზისთვის.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.