ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეღვინეების კიდევ ერთი წარმატება
17 ნოემბერი, 2023

DMO იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის მიერ, ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და იმერული ღვინის ცნობადობის ამაღლების მიზნით, მეორე წელიწადია ტარდება იმერული ღვინის კონკურსი, რომლის მთავარი იდეაა იმერეთს, როგორც ღვინის მწარმოებელ რეგიონს, ჰქონდეს ნიშნული ღვინის მსოფლიო რუკაზე.

აღნიშნულ კონკურსში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეღვინეები წელსაც მრავლად იყო წარმოდგენილი.
 
იმერული ღვინის კონკურსში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეღვინეებმა შემდეგ ნომინაციებში გაიმარჯვეს:
 
ოქროს ჯილდო:
  • იმერეთის მარგალიტი
  • ვინოართანა – (ბაღდათი -წითელხევი) – ოცხანური საფერე;
 
ოქროს ჯილდო:
  • ვარციხის მარანი – (ბაღდათი-სოფელი ვარციხე) ალადასტური.
 
ვერცხლის ჯილდო:
  • (ბაღდათი) ცოლიკოური;
  • ბაგრატის ქართული ღვინო – (ბაღდათი-წითელხევი)- ცოლიკოური (ქვევრი);
  • შოთიკო ებანოიძის მარანი – (ბაღდათი-დიმი) ციცქა-ცოლიკოური (ქვევრი);
  • ვარციხის მარანი – (ბაღდათი-სოფელი ვარციხე) ოცხანური საფერე(ქვევრი);
  • დავით ლელაძის საოჯახო მარანი – (ბაღდათი) ალადასტური-ოცხანური საფერე 2022 წ.
იმერული ღვინის კონკურსის დაჯილდოება ქუთაისში სასტუმრო “Gelati Rezidence”-ში გაიმართა, რომელსაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე დაესწრო.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.