ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბახმარო ნარკოტიკივითაა, ჩვენ დაავადებულები ვართ მისით - ჟურნალი BERGWELTEN-ი კურორტზე წერს
07 თებერვალი, 2018

გერმანული გამოცემა Bergwelten სტატიას აქვეყნებს კურორტ ბახმაროზე. სტატიის ქართულ ვერსიას ტურიზმის განვითარების ცენტრი აქვეყნებს.

გერმანელი ფლორიან ბირნკამერი ავტორი წერს, რომ კავკასიაში მდებარე ბახმარო, ქართველებისთვის საყვარელი საზაფხულო კურორტია, თუმცა ზამთარში იგი დაცარიელებულია და ტყე უზარმაზარ თოვლშია ჩაფლული.

ბახამროს ავტორი სამოთხედ მოიხსენიებს და აღწერს როგორია ბახმაროს “სამოთხის მტვერში”.

სტატიის ავტორის თქმით ქვეყნის 80 %-ზე მეტი მთებია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს, იქ მოსახვედრად გერმანიიდან ან ავსტრიიდან, მხოლოდ 4 საათია საჭირო ფრენისთვის. ბახმაროს მთებში სრიალით მოხიბლული, ამ ადგილებს ადარებს ბავარიას და იაპონიას და აღნიშნავს: “რატომ უნდა გაემგზავრო მაგალითად იაპონიში, ასე შორს, როდესაც საუკეთესო ადგილები ასე ახლოსაა. ბახმარო ნარკოტიკივითაა, ჩვენ დაავადებულები ვართ მისით.”

სტატიაში ასევე ნახსენებია, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ მდიდარი ისტორია, აქვს საკუთარი ენა, დამწერლობა და გასაოცარი კულტურა, რითიც ქართველები ძალიან ამაყობენ.

ფლორიან ბირნკამერი განსაკუთრებული სიყვარულით მოიხსენიებს ქართულ სამზარეულოს, სტუმართმოყვარე მასპინძლებს და წერს: “მადლობა საქართველო! ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ამ სამოთხეში”.

მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.