ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაკურიანი-დიდი მიტარბი ერთიან საკურორტო კლასტერად ჩამოყალიბდება
15 მარტი, 2018

მთავრობა ბაკურიანი-დიდი მიტარბი ერთიან საკურორტო კლასტერად ჩამოყალიბებას გეგმავს. მიტარბის ქალაქმშენებლობითი გეგმა დამტკიცებულია, რომელიც შესაბამისი არეალების განვითარების პირობებს ადგენს.

საუბარია, როგორც საცხოვრებელი ზონის განვითარებაზე, ისე სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდასა და ბაკურიანი-დიდი მიტარბის მთელი კომპლექსის სასრიალო ტრასების ერთმანეთთან დაკავშირებაზე.

გეგმა ასევე გულისხმობს დიდი მიტარბის მიმართულებით 5 000 საწოლი ადგილის განვითარებას, ასევე კვების ობიექტების, სარეკრეაციო სივრცეების, ადმინისტრაციული შენობების და ა.შ. დიდი მოცულობის სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურა, სპორტული კომპლექსები, კინოთეატრები, ველოპარკები, განვითარდება ძირითადად ბაკურიანში და მთლიანობაში, ეს კომპლექსი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი საქართველოში ტურიზმისათვის.

„ეს გეგმა და ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ბაკურიანს და დიდ მიტარბს აქცევს ერთ-ერთ ულამაზეს, ყველაზე თანამედროვე და განვითარებულ სამთო-სათხილამურო კურორტად, მაგრამ არა მხოლოდ ზამთრისთვის, არამედ ოთხი სეზონისთვის. ეს კომპლექსი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი საქართველოში ტურიზმისათვის. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ეს განვითარება მოიტანს ბაკურიანში, დიდ მიტარბში და როგორც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული, 100 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ყველა ადამიანის ცხოვრების დონეზე ძალიან დადებითი ზეგავლენა ექნება“, - აღნიშნა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.