ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ბაკურიანი ინნ" თანამშრომლებს და თანამშრომლების ოჯახის წევრებს სწავლას დაუფინანსებს
28 სექტემბერი, 2022
სასტუმრო "ბაკურიანი ინნ" თანამშრომლებისთვის განათლების დაფინანსებას იწყებს.
 
კომპანიაში აცხადებენ, რომ სწავლა სრულად დაუფინანსდება არა მხოლოდ "ბაკურიანი ინნის" სტუდენტ თანამშრომლებს, არამედ თანამშრომლების ოჯახის წევრებსაც.
 
"თუ თქვენც ხართ სტუდენტი, ან თქვენი ოჯახის წევრს სურს სწავლა, შემოუერთდით "ბაკურიანი ინნის" დიდ გუნდს და მიიღეთ დაფინანსება", - წერს კომპანია სოციალურ ქსელში.
 
კომპლექსი "ბაკურიანი ინნ სასტუმრო & აპარტამენტები" აერთიანებს 5 ვარსკვლავიან სასტუმროსა და 200 აპარტამენტს.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.