ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაკურიანი სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელობობისთვის ემზადება
16 აპრილი, 2018

ბაკურიანი სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელობის კანდიდატია.

გახდება თუ არა ბაკურიანი 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი კურორტი 16 მაისს საბერძნეთში გაირკვევა. 

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ცნობით, ამ დროისთვის საქართველო  ერთადერთი კანდიდატია.

“მაისის შუა რიცხვებში გაირკვევა ბაკურიანი ოფიციალურად გახდება თუ არა 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ზამთრის სპორტისთვის. უდიდესი ძალისხმევაა ჩადებული იმაში, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა გამხდარიყო და მჯერა, ამ სპორტის ყველა გუშემატკივარი კიდევ უფრო გაერთიანდება ამ ღონისძიების ხარისხიანად ჩასატარებლად,“ – ამბობს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.