ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაკურიანი სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
18 მაისი, 2018

საქართველო თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა.

გადაწყვეტილება საბერძნეთში კურორტ კოსტანავარინოში 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე მიიღეს.

ბაკურიანი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე და ბოლო წლების განმავლობაში „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნისთვის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე მილიონობით ევრო დახარჯა.

ბაკურიანს შეემატა ათობით ახალი საბაგირო და სასრიალო გზები 30 კმ-მდე გაიზარდა. კურორტზე აშენდა ახალი სასტუმროები, მთლიანობაში ლოგინების რაოდენობა 15000 აღემატება.

ამ ეტაპზე ბაკურიანს აქვს სამი სასრიალო არეალი: დიდველი, კოხტა და მიტარბი.

საერთაშორისო ჩემპიონატების მასპინძლობის პერსპექტივით, მთის კურორტების განვითარების კომპანია დიდველზე ახალი სასრიალო არეალის გაშენებას გეგმავს, სადაც ასევე განთავსებული იქნება თოვლის პარკი.

ახალი არეალი, სადაც ოთხი ახალი საბაგირო დაემატება, სასრიალო გზებით დაკავშირებული იქნება დიდველის მთასთან. მიმდებარედ ასევე შესანიშნავი ადგილია ჩემპიონატის როგორც გახსნისა და დახურვის, ასევე მედლების გადაცემის ცერემონიალისთვის.

www.tarvelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.