ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაკურიანის ცენტრალურ პარკში სამეწარმეო მარკეტი გაიმართება
18 ივლისი, 2018

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ბაკურიანში, ცენტრალურ პარკში სამეწარმეო მარკეტი მოეწყობა.

გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, სახლის დეკორი და სხვა. ამასთანავე, გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრებს დახვდებათ: კვების ავტობუსები, საბავშვო და მცენარეების ზონა.

მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.

ღონისძიება პროექტ Check in Georgia-ს რეგიონალურ-ფოლკლორული ფესტივალის „ფუძეობა“ ფარგლებში იმართება და გულისხმობს საქართველოს რეგიონების მასშტაბით გაიმართება სამეწარმეო მარკეტების გამართვას.

ფესტივალი 21 ივლისიდან 8 ნოემბრის პერიოდში სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

პირველი ღონისძიება, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეებისა პროდუქციის პოპულარიზაცია, 21 ივლისს სწორედ ბაკურიანში გაიმართება და როგორც სააგენტოში განმარტავენ, იქნება გამორჩეული მისი მრავალფეროვნებით და სწორედ გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.