ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაკურიანში ზაფხულის სეზონი დღეს იხსნება – სიახლეები და მომსახურების ტარიფები
01 ივლისი, 2017

ბაკურიანის დიდველზე ზაფხულის სეზონი 1 ივლისს იხსნება. მთის კურორტების განვითარების კომპანია მსურველებს ზაფხულის ბარათებს სთავაზობს, რომლის გამოყენებაც მფლობელებს გუდაურში, ბაკურიანში, ჰაწვალსა და გოდერძიზე შეუძლიათ.

სეზონის განმავლობაში იმოქმედებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კინოთეატრი “დიდველი“ ყოველკვირეული პრემიერებით (3D ფორმატი).

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონის განმავლობაში დიდველზე ყველა საბაგირო 11:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს, 2 ივლისს კი საბაგირო დამსვენებლებს უფასოდ მოემსაურება.

დიდველზე საბაგიროთი სარგებლობის ტარიფი  ერთი ასვლა 5 ლარია; ბარათი ,,პანორამა’’ – (ნოდო, დეკა, პანორამა) – 12 ლარი; ველო ბილეთი (ერთი დღე) – 12 ლარი; ტობოგანი ერთი ჩამოსრიალება – 10 ლარი; ზაფხულის ბარათი – 60 ლარი.

ზაფხულის ბარათით კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) საბაგიროებით სარგებლობა ზაფხულის განმავლობაში შეუზღუდავად არის შესაძლებელი. ასევე ყველა კურორტის ნებისმიერ ბილეთზე ვრცელდება 20% და 30% ფასდაკლებები ჯგუფების შემთხვევაში. ჯგუფები 10 ადამიანიდან 20 ადამიანამდე 20% ფასდაკლება და 20-დან ზევით 30%-იანი.

აღსანიშნავია, რომ  ბაკურიანში ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით 2 ივლისს ბავშვებისა და მედია საშუალების წარმომადგენლებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი დამსვენებლები, ასევე სპორტ სკოლის ბავშვები.

გონდოლას ზედა სადგურთან მოეწყობა სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა ტიპის აქტივობები. ბავშვები ერთმანეთს შეეჯიბრებიან მხიარული სტარტების ტიპის თამაშებში. ღონისძიების დასასრულს გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოვება.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.