ბაკურიანის შემოვლითი გზა, რომლის მშენებლობაზეც 6.3 მილიონი ლარი დაიხარჯება, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება
მუნიციპალური განვითარების ფონდს ამჟამად 83 მასშტაბურო პროექტი აქვს დაგეგმილია, როლის ღირებულება ჯამში 371 286 619 ლარია. აქედან საერთაშორისო ორგანიზაციების წილი 309 405 640 ლარია.
ამ პროექტებში შედის ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობაა. რა ეტაპზეა ტურუსტულად მნიშვნელოვანი გზის მშენებლობა ამ კითხვით კომერსანტმა მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმართა.
ფონდის ინფორმაციით, ბაკურიანში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა, ბაკურაინის შემოვლითი გზის მშენებლობა, მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება. ასევე დაგეგმილია ბაკურიანისთვის სპეციალური ტრანსორტის შეძენა, ბაკურიანის ურბანული განახლება, სატრანსპორტო გეგმის შემუშავება, ავტოსადგომის, ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობა, ასევე ბაკურიანის რეკრეაციული პარკის რეაბილიტაცია.
ბაკურაინის შემოვლითი გზის მშენებლობა – პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6.3 მილიონ ლარს აღემატება. პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებაში უშლიდა ხელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება. სამუშაოები 2018 წლის 18 ივნისს დაიწყო და 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება
მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება – პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დააახლოებით 4.8 მილიონი ლარია. პროექტი ითვალისწინებს მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი 3 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაციას და წყალგამტარი მილების მოწყობას. რაც შეეხება დიდველის პარკინგს, გათვალისწინებულია, ტაქსების პარკინგის მოწყობა და არსებული პარკინგის გაფართოვება. პარკინგის ტერიტორიაზე მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა. სამუშაოები 2018 წლის 11 აგვისტოს დაიწყო და 2020 წლის 2 აგვისტოს დასრულდება
ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით დაგეგმილია ბაკურიანისთვის 35 ერთეული ტექნიკის შეძენა. დაგეგმილია თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი ნარჩენების მართვის, საცობების პრევენცია/განეიტრალებისთვის და ვიზიტორების ტრანსპორტირებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა. პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონი ლარია.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, წლების განმავლობაში ბაკურიანისა და გუდაურის კურორტების ქაოტური განაშენიანების შედეგად, არსებული ინფრასტრუქტურა ვერ ემსახურება დამსვენებელთა გაზრდილ რაოდენობას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ კურორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი პროექტები სწორედ არსებული პრობლემების მოგვარებას ემსახურება.
Commersant.ge