ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
შემოვლითი გზის მშენებლობა 6 მლნ ლარზე მეტი ჯდება და 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 2.5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ახორციელებს ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი, დაახლოებით, 8 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას.
www.travelingeorgia.ge