ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
21 მარტი, 2018

კურორტ ბაკურიანის შემოვლითი გზის ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7,5 მლნ ლარია. გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 270 დღეში უნდა დასრულდეს.

შემოვლითი გზა განტვირთავს ქალაქს სატრანსპორტო დატვირთვისგან.

გზა ბორჯომი-ბაკურიანი - ახალციხის და ბაკურიანი - ანდაზიტი-ციხისძირის გზებს დაუკავშირდება.

ტენდერში მონაწილეობაზე წინადადებების მიღება 20 აპრილს დასრულდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.