ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაკურიანში ახალი განაშენიანება იგეგმება
21 მარტი, 2023

ბაკურიანში, დიდველისკენ მიმავალ გზაზე არსებულ ტერიტორიაზე ახალი განაშენიანება იგეგმება. დეტალური გეგმა სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ დაამტკიცა.

დოკუმენტის თანახმად, არეალი მდებარეობს დაბა ბაკურიანში ტერიტორიაზე დიდველისკენ მიმავალი გზის აღმოსავლეთით. დამკვეთი კი ვლადიმერ სტეფანიანია, რომელიც შპს ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ –HMG-ის 100%-იანი წილის მფლობელია.

დოკუმენტის თანახმად, საპროექტო ტერიტორიის ფართობი 173,1 ჰექტარია. გასანაშენიანებელი მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობია 21334 კვადრატული მეტრი. გეგმაში გათვალისწინებულია  სასწავლო სათხილამურო ტრასა და საბაგირო.

დეტალურ გეგმაზე დატანილია შენობების ვიზუალიც, თუმცა მათი რაოდენობა პირობითია.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.