ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაკურიანში, გუდაურსა და თეთნულდზე საინფორმაციო დაფები განთავსდება
13 აგვისტო, 2018

ბაკურიანში, გუდაურსა და თეთნულდზე საინფორმაციო დაფები და მანიშნებლები განთავსდება. ამასთან დაკავშირებით მთის კურორტების განვითარების კომპანიასა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. 

დაფებზე განთავსდება ვიზიტორებისთვის საჭირო ინფორმაცია ამინდის შესახებ, კურორტების მუშაობის განრიგზე, ზვავსაშიშ ადგილებზე.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, პროექტი ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდება და 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის ალექსანდრე ონოფრიშვილის თქმით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის დაწყება. „ვიზიტორებს სჭირდებათ ამომწურავი ინფორმაცია და საინფორმაციო დაფები მათ სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის, რაც უმთავრესია უსაფრთხოებისა ინფორმირებულობის თვალსაზრისით. კმაყოფილი მომხმარებელი მნიშვნელოვნად გაზრდის მთის კურორტების სტატისტიკას, რომელიც ყველწლიურად მზარდია“, - განაცხადა ონოფრიშვილმა. 

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.