ბაკურიანში ავტოსადგომი მოეწყობა. პარკინგი 766 კვ. მ ფართზე სასტუმრო „მგზავრებთან“ მოეწყობა.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს სახელმწიფო ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 77 000 ლარია.
აუქციონის დამატებით დოკუმენტებში მითითებულია, რომ ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულის მიწის ნაკვეთზე ავტოსადგომის მოწყობასთან დაკავშირებით საკითხი დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ განიხილა და დადებითი დასკვნა გამოიტანა.
www.travelingeorgia.ge