ბაკურიანში სასტუმროს ასაშენებლად მთავრობა ინვესტორს ეძებს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ინვესტორებს „პროექტ 50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ბაკურიანში, სათხილამურო ტრასა დიდველთან ახლოს მდებარე 12 468 კვ.მ. მიწის ნაკვეთს სთავაზობს.
ლოტის საწყისი ღირებულება 812 ათას ლარია, აუქციონი 29 იანვრისთვისაა ჩანიშნული. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წელშისასტუმროს კომპლექსი ექსპლუატაციაში უნდა შეიყვანოს, რისთვისაც მინიმუმ 2 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ გულისხმობს ტურისტულად ყველაზე აქტიურ ადგილებში მდებარე სახელმწიფო ქონების ინვესტორებისთვის შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის გაყიდულია 39 400 501 ლარის უძრავი ქონება, სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 59,2 მლნ ლარს აღემატება.
www.travelingeorgia.ge