დაბა ბაკურიანში ახალი და მშენებარე ტურისტული ობიექტებისთვის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები სრულდება.
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით და ტექნიკური პირობის მიხედვით, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე, 700 მეტრის მონაკვეთზე წყლის მილი დამონტაჟდა. შედეგად, ახალ დასახლებას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.
ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემა დღემდე არ არსებობდა.
სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბაკურიანის სერვის ცენტრის თანამშრომლებმა განახორციელეს.
www.travelingeorgia.com