ბაკურიანში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და მთის კურორტების კომპანიის მხარდაჭერით ველორბოლა 12 აგვისტოს გაიმართება.
ტურნირში 30 პროფესიონალი ველომრბოლელი მიიღებს მონაწილეობას, სამთო ველოსპორტში შეჯიბრი დიდველის ველობილიკზე მოეწყობა. ტურნირის მონაწილეებს რთული რელიეფური მონაკვეთების დაფარვა მოუწევთ.
შეჯიბრის მიხედვით 3 გამარჯვებული გამოვლინდება.
ველორბოლის დასრულების შემდეგ ველოტრეისერების შოუ მოეწყობა. ღონისძიება მუსიკალურად გაფორმდება, მთელი დღის განმავლობაში სპორტსმენების და მაყურებლების განწყობაზე იზრუნებს DJ.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ბაკურიანში სპორტული შეჯიბრის გამართვის მიზანია ზაფხულში კურორტის პოპულარიზაცია და ველოსპორტის ექტრემალური სახეობის ხელშეწყობა.
2016 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ბაკურიანში ველოპარკი მოეწყო. ველობილიკი არ კვეთს სასრიალო ტრასებს, ველობილიკებზე გადაადგილება უსაფრთხოა და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
www.travelingeorgia.ge