ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაკურიანში ზაფხულის სეზონი გაიხსნა
02 ივლისი, 2018

„მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” ბაკურიანში (დიდველზე) ზაფხული სეზონი ოფიციალურად გახსნა. 

ზაფხულის სეზონზე დიდველზე ყველა საბაგირო ყოველ დღე 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს. 

ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია, ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამ მიმართულებით კურორტზე მოწყობილია საერთაშორისო დონის ველოპარკი და 29 კმ-იანი ველობილიკი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი ველომრობოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის. 

2016 წელს ბაკურიანში (დიდველზე) ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი “ტობოგანი“ - ე.წ. მთის ციგა დამონტაჟდა. ატრაქციონი ფუნქციონირებს ზამთარისა და ზაფხულის სეზონზე.

დამსვენებლებსშესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კინოთეატრ “ბაკურიანს“. კინოთეატრი 2014 წელს წელს სრულად განახლდა და აღიჭურვა ახალი, სამგანზომილებიანი პროექტორითა და ეკრანით, არეკვლის 3.0 სისტემით, რაც ფილმის ყურების პროცესს უფრო სასიამოვნოსა და შთამბეჭდავს ხდის.

კინოთეატრ “ბაკურიანშია“ განთავსებული საინფორმაციო ცენტრიმ რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს მიაწვდის ინფორმაციას ტურისტული მომსახურებასა და ტურისტულ პროდუქტებზე.

„საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისთვის შეიქმნა ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია - ის ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, რომელიც როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონზე მომხმარებელს მთის კურორტების შესახებ ამომწურავ ინფორმაცის აწვდის“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.