ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაქო-ბათუმს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა განიხილება
03 ოქტომბერი, 2018

ბაქო-ბათუმს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა განიხილება, - საკითხის განხილვის თხოვნით საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძემ აზერბაიჯანულ ავიაკომპანია AZAL-ის პრეზიდენტს უკვე მიმართა.

ელჩი დარწმუნებულია, რომ პირდაპირი რეისების დანიშვნა მოქალაქეების გააქტიურებას და საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე კომფორტული და მარტივი გზით შეძლებენ გამგზავრებას. პატარიძის თქმით, AZAL-ის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ქართული მხარე ხელს შეუწყობს აღნიშნული რეისების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

თავის მხრივ, ჰაჯანგირ ასკეროვმა აღნიშნა, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტრებისთვის – წარმატებული რეფორმების, საგადასახადო პოლიტიკისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მაჩვენებლებით.

ის იზიარებს საქართველოს ელჩის მოსაზრებას ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით. AZAL-ის პრეზიდენტი დაპირდა პატარაძეს, რომ  გასცემს შესაბამის მითითებებს, რათა კომპანიის მომავალი წლის საფრენოსნო განრიგში გაიწეროს ბაქო-ბათუმის პირდაპირი ავიარეისი.

ზურაბ პატარაძემ გამოხატა მზადყოფნა, რომ საქართველოს საელჩო მაქსიმალურად ჩაერთვება საინფორმაციო და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში, რათა დაგეგმილ ვადებში დაიწყოს რეისების შესრულება ბაქო-ბათუმის მიმართულებით.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.