ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაქოს საერთაშორისო აეროპორტმა მოგზაურთათვის TOP-10 მიმართულება დაასახელა – თბილისი მეორე ადგილზეა
11 მარტი, 2024

ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტმა წარმოადგინა 10 ყველაზე პოპულარული საერთაშორისო მიმართულების სია, რომელიც მოგზაურებს იზიდავს.

აეროპორტის პრესსამსახურის ცნობით, სტამბოლი რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად ბაქოს აეროპორტიდან მისი მდიდარი ისტორიის, კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და საქმიანი მოგზაურობის შესაძლებლობების გამო. ბაქოსა და სტამბოლს შორის AZAL, Turkish Airlines და AnadoluJet ყოველდღიურად ახორციელებენ ფრენებს.

საქართველოს დედაქალაქი თბილისი ულამაზესი ადგილებით, სტუმართმოყვარეობითა და კულტურული მემკვიდრეობით იპყრობს ყურადღებას. ქართული ავიაკომპანია Georgian Wings-ი და აზერბაიჯანის ეროვნული გადამზიდავი AZAL-ი უზრუნველყოფენ იმას,რომ ბაქოს და თბილისს შორის რეისები ყოველდღიურად სრულდება.

მგზავრებს ასევე იზიდავთ ახლო აღმოსავლეთის საინტერესო მიმართულებები. დუბაის მდიდრული ოაზისიდან აბუ დაბის კულტურულ სიმდიდრემდე, დოჰას თანამედროვე ცათამბჯენებიდან შარჯას ხიბლამდე და ქუვეითის ისტორიულ მემკვიდრეობამდე, თითოეული ეს მიმართულება მოგზაურობის უნიკალურ გამოცდილებას იძლევა. აქ ფრენებს ახორციელებს რამდენიმე ავიაკომპანია: AZAL, FlyDubai, Wizz Air Abu Dhabi, Air Arabia Abu Dhabi, Air Arabia, Qatar Airways, Kuwait Airlines და Jazeera Airlines.

გარდა ამისა, ბაქოდან პოპულარული მიმართულებებია ანკარა, მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.