ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაქოში 29 ევროდ: თბილისში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იფრენს
29 ივნისი, 2017

1 სექტემბრიდან ბაქოდან თბილისის მიმართულებით ფრენას დაბალბიუჯეტიანი, აზერბაიჯანული ავიაკომპანია Buta Airways იწყებს. როგორც ადგილობრივი ვებ-გვერდი azal.az იუწყება, ფრენის მინიმალური ფასი ერთი მიმართულებით 29 ევრო იქნება.

ახალი ავიაკომპანია ავიამიმოსლვას შეასრულებს როგორც თბილისის, ისე მოსკოვის, კიევის, ანთალიის, მინვოდის, ყაზანისა და თეირანის მიმართულებით. ზამთრის სეზონიდან კი ფრენები სტამბოლისა და სანკ-პეტერბურგის მიმართულებითაც დაემატება.

azal.az -ის ინფორმაციითვე, Buta Airways ახალი ავიაკომპანიაა, რომელიც 2016 წლის დეკემბერში დაარსდა. ავიაკომპანიის ფლოტი Embraer-ის წარმოების თვითმფრინავებითაა დაკომპლექტებული. კომპანია ფრენებს ბაქოდან, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს.

"ფორტუნა"


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.