ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაქოში გასამართი ევროპა ლიგის ფინალისთვის თბილისი-ბაქოს საავტობუსო რეისების რაოდენობა გაიზრდება
21 მაისი, 2019

​​ბაქო-თბილისი-ბაქოს საავტობუსო სიხშირეების რაოდენობა გაიზარდება, რადგანაც ბაქოში გასამართი ევროპა ლიგის ფინალურ მატჩზე, “არსენალისა” და “ჩელსის” დაპირისპირებისთვის საქართველოდან ბევრი გულშემატკივარი გეგმავს ჩასვას.

მატჩი, რომელიც ბაქოში 29 მაისისთვისაა დაგეგმილი, ფეხბურთის მოყვარულს ბევრი ქვეყნიდან ელოდებიან.

აზერბაიჯანის საავტომობილო ტრანსპორტის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ბევრი ბაქოში საქართველოს გავლით ჩავა, ამიტომ სახელმწიფო უწყებამ შესაბამის გადამზიდავებს ბაქო-თბილისი-ბაქოსმარშრუტზე, 27-31 მაისს, საავტობუსო მიმოსვლის სიხშირეების გაზრდა სთხოვა.

Avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.