ბათუმი და ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა ევრონიუსის ეთერში მოხვდა. გადაცემა Focus-მა ოლიმპიადას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. ტელევიზიამ მაყურებელს ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის განვითარების პოტენციალი გააცნო, მოუყვა ძველი და ახალი თაობის ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ქალების ისტორიებს.
ერთი კვირის განმავლობაში, ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი, 12 ენაზე ეცნობა ოლიმპიადისა და ბათუმის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს, რაც როგორც აჭარის მთავრობაში ამბობენ, საქართველოს, კერძოდ კი ბათუმის, როგორც საერთაშორისო ოლიმპიადების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
ევრონიუსის გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობდა. დეპარტამენტთან თანამშრომლობის ფარგლებში ევრონიუსმა ბოლო ორ წელში რეგიონის ტურისტულ პოტენციალს რვა გადაცემა მიუძღვნა. ტელეკომპანიის ეთერით ეტაპოპრივად, ტრიალებს აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლებიც.
ჯამში, გარდა ევრონიუსისა რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ტელეკომპანიებთან, როგორებიცაა Deutsche Welle, BBC, CNN, RTL.
www.travelingeorgia.com