ბათუმი კიდევ ერთხელ მოხვდა ევრონიუსის ობიექტივში. ვიდეობლოგის წამყვანი მაყურებელს აცნობს რის გაკეთება შეიძლება ბათუმში 24 საათის განმავლობაში. აქედან გამომდინარე მომდინარეობს გლოგის სათაურიც „24 საათი ბათუმში“.
ვიდეობლოგის ფოკუსში მოხვდა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, ანბანის კოშკი, ქართველი დიზაინერები, თანამედროვე და ქალაქში პოპულარული კაფე-ბარები, ასევე აჭარული ხაჭაპური, ჩურჩხელა და ქართული ღვინო.
„ბათუმის შესახებ მომზადებული ვიდეობლოგი გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც პირველად სტუმრობენ ამ თუ იმ ტურისტულ ქალაქს, ეძებენ ახალ ემოციებს, თავგადასავლებსა და გამოცდილებას. ბათუმი ამ შემთხვევაში ისეთი ქალაქების გვერდითაა, როგორებიცაა ლისაბონი, ბერლინი და ათენი. წელს, აქტიური რეკლამას გვაქვს ევრონიუსის ეთერით, რაც როგორც გადაცემებს, სიუჟეტებსა და ბლოგებს, ასევე აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლების გაშვებას ითვალისწინებს. გარდა ბათუმის ვიდეობლოგისა ევრონიუსის მაყურებელმა აჭარის შესახებ მომზადებული 4 გადაცემა და რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები ნახა მაისის განმავლობაში, შესაბამისად ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს 195 ქვეყანაში გაეცნენ. შემოდგომაზე კი ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი აჭარას კიდევ ერთხელ, უკვე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გასაშუქებლად ესტუმრება,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ხახუბიამ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებასა და პოპულარიზაციას 16 სამიზნექვეყანაში ახორციელებს.
www.travelingeorgia.ge