ბათუმი ფრანების 28-29 ივლისს ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება და ის სპორტული და სამოყვარულო ფრანოსნობის განვითარებას ისახავს მიზნად.
მომავალში დაგფეგიმილია ფესტივალისთვის ყოველწლიური ხასიათის მინიჭება.
ბათუმის სანაპიროზე (ცენტრალური პარკის პირდაპირ) დღის პროგრამა 12:00 საათიდან დაიწყება და 100-მდე სხვადასხვა სახისა და ზომის ფრანის გაშვებასთან ერთად, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისიამოვნონ სპორტული ფრანების შოუთი, გაუშვან თავიანთი ფრანები და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მასტერკლასში: სამოყვარული და სპორტული ფრანების გაშვება, ხელნაკეთი ფრანების აწყობა.
ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებენ მოწვეული დიჯეები, ხოლო მასზე დასწრება და მონაწილეობა თავისუფალია.
ბათუმის ფრანების ფესტივალის ორგანიზატორია Kitedreams Georgia.
www.travelingeorgia.ge