ბათუმი-გოდერძის მიმართულებით დაანონსებული ფრენები შესაძლოა, წელს აღარ განხორციელდეს
კურორტ გოდერძისა და ბათუმს შორის დაანონსებული რეგულარული ფრენები შესაძლოა,
აღარ დაინიშნოს. როგორც Goderdzi Resort-ის დირექტორმა ზურაბ ჭურკვეიძემ „კომერსანტს“
განუცხადა, ეს მხოლოდ დეტალების შესწავლის შემდეგ გაირკვევა.
გოდერძი ბათუმის მიმართულებით სამარშრუტო ვერტმფრენის დანიშვნის შესახებ რამდენიმე
თვის წინ გახდაცნობილი. როგორც მაშინ ზურაბ ჭურკვეიძე აღნიშნავდა, ვერტმფრენს შესაძლოა,
სამაშველო დანიშნულებ ჰქონოდა. რეისები კი დეკემბრიდან უნდა დანიშნულიყო.
თუმცა, დღეს ჭურკვეიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დაზუსტებით იმის თქმა, ვერტმფრენი
წლევანდელ ზამთრის სეზონზე იფრენს თუ არა, შეუძლებელია.
როგორც Goderdzi Resort - ს დირექტორი განმარტავს, ვერტმფრენის დანიშვნის შესახებსაბოლოო
ინფორმაცია მაქსიმუმ ერთ თვეში გახდება ცნობილი.
„ახლა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპს გავდივართ. როგორც იცით, ჩვენმა კომპანიამ
ფრენებზე სუბსიდირება უნდა მოახდინოს. ჩვენ რომ დავიქირაოთ ვერტმფრენი, ეკონომიკურად
მომგებიანი იქნება თუ არა, ან მასზე მოთხოვნა იქნება თუ არა, ჯერ ეს უნდა შევისწავლოთ.
მგზავრები რომ არ გვყავდეს, ფრენას რა აზრი ექნება. ეს კომპანიისთვის წამგებიანი იქნება. სანამ
ამ დეტალებს ვერ გავარკვევთ, ფრენები ვერ განხორციელდება. მაქსიმუმ ერთ თვეში გვეცოდინება,
ბათუმი-გოდერძის მიმართულებიოთ ზამთრის სეზონზე ვერტმფრენი იფრენს თუ არა“, - აღნიშნა
ჭურკვეიძემ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყდა და აღნიშნული მიმართულებით
ვერტმფრენიიფრენს, სავარაუდოდ, რეისები კვირაში სამჯერ შესრულდება: „სავარაუდოდ,
მინიმუმ კვირაში სამი დღე იფრენს, თუმცა დეტალების წინასწარ თქმა, მათ შორის მგზავრობის
ღირებულების, ჯერ არ შეგვიძლია.
ახლა მთავარია, რომ შესაძლებლობები განვსაზღვროთ და ის, თუ რამდენად არის საჭირო
რეგულარული რეისის შესრულება“.
ამასთან, ზურაბ ჭურკვეიძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ბათუმიდან გოდერძის
მიმართულებით ვერტმფრენი ვერ დაინიშნა, ალტერნატიული ვარიანტიც განიხილება:
„ამ ეტაპზე ალტერნატიულ ვარიანტებზე დაზუსტებით საუბარი არ შეგვიძლია, თუმცა
გვაქვს სხვადასხვა ტიპის შემოთავაზება,
რომელიც ამას ჩაანაცვლებს. კორორტზე შეიძლება იყოს კერძო ვერტმფრენი, რომელიც
მსგავსი ფუნქციის შესრულებას უზრუნველყოფს.“
მისივე თქმით, კერძო ვერტმფრენის ყოლა კურორტისთვის უმჯობესი იქნება, რადგან
ადგილზე უცხოელ ტურისტებს მოემსახურება.
„ტურისტებს ყველაზე მეტად „ჰელისკი“ აინტერესებთ. ეს არის ექსტრემალური დაშვება,
რომელიც გაუკვალავ თოვლში ზღვის დონიდან 4000 მეტრზე ხორციელდება. შესაბამისად,
ტურისტი რომ დაეშვას, ის მთაზე ვერტმფრენით უნდა დაჯდეს და შემდეგ ისრიალოს.
უმჯობესი იქნება, რომ კურორტს კერძო საკუთრებაში მყოფი ვერტმფრენი ჰყავდეს, რომელიც
ტურისტებს მოემსახურება, თუნდაც „ჰელისკისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჭურკვეიძემ.
რაც შეეხება ვერტმფრენის სამაშველო დანიშნულებას, Goderdzi Resort-ის დირექტორის თქმით,
ყველა ვერტმფრენს, რომელიც გოდერძიზე ფრენებს განახორციელებს, სამაშველო დანიშნულებაც
ექნება. ამ ეტაპზე ადგილზე 112-ის ცენტრი არ არის, თუმცა გადაუდებელი შემთხვევის დროს,
სამაშველო სამსახურის ცენტრალური ფილიალიდან გამოძახება ხდება. ამასთან, ჭურკვეიძის
ინფორმაციით, კურორტზე 112-ის შენობის პროექტირებაზე მუშაობა დაწყებულია. ტერიტორია
უკვე შერჩეულია და სამომავლოდ 112-ის შენობის მოწყობა იგეგმება. სამთო-სათხილამურო
კურორტი „გოდერძი 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა.
ავტორი: თეონა კენჭიაშვილი
commersant.ge