ბათუმი - გოდერძის მიმართულებით სამარშრუტო ვერტმფრენი დეკემბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ "საქმის კურსს" "გოდერძი რიზორტსის" დირექტორმა ზურაბ ჭურკვეიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით ტენდერი სამარშრუტო ფრენებზე არ გამოცხადებულა.
ზურაბ ჭურკვეიძე აცხადებს, რომ ახლა საპროექტო წინადადების სამუშაოები მიმდინარეობს. შესაბამისად, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რა პირობებით იქნება გამოცხადებული ტენდერი.
როგორც ცნობილია, 2017-2018 წლებში პროექტისთვის 300 000 ლარი გამოიყოფა.
www.bm.ge