ბათუმი აპრილში, მასშტაბურ, საერთაშორისო ნახევარ-მარათონს უმასპინძლებს. ღონისძიება ემსახურება სირბილის, როგორც სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას დაი ის ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
შეჯიბრების ფარგლებში ჩატარდება ნახევარ მარათონი (21,1 კმ), მხიარული გარბენი (10 კმ) და ორი ბავშვთა გარბენი. ბავშვთა გარბენში მონაწილეობა უფასოა. ნახევარ-მარათონის გამარჯვებულებს სოლიდური ჯილდო ელით.
მარათონი შავი ზღვის სანაპიროზე “სასტუმრო კოლიზეუმ მარინას“ ორგანიზებით გაიმართება. ორგანიზატორებს სურთ, შექმნან პლატფორმა ახალგაზრდა ქართველი მორბენალებისთვის, რათა მათ შეძლონ თავი წარუდგინონ აუდიტორიას და საკუთარი ძალები გამოსცადონ გამოცდილ უცხოელ მორბენალებთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საიტს: https://batumi-marathon.com/
www.travelingeorgia.ge