ბათუმი 23 სექტემბრიდან მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძელია. 5 ოქტომბრამდე ზღვისპირა ქალაქი ჭადრაკის 43-ე ოლიმპიადის მონაწილეებს მიიღებს.
ღონისძიებასთან შესახვედრად ბათუმი რამდენიმე წელი ემზადებოდა.
ოლიმპიადის საზეიმო წარდგენა ბათუმის ბულვარში გუშინ გაიმართა, რომელიც სახალისო ვიქტორინას, ქართული ჭადრაკისადმი მიძღვილ გამოფენას და ერთობლივი თამაშის სეანსებსაც მოიცავდა. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძემ ბათუმის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი ჯილდო, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობს და ოლიმპიადის დაწყებამდე ის მასპინძელ ბათუმშიც გამოიფინა.
„ნონას თასი“ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ - FIDE - 1997 წელს დააწესა. 1998 წლის ოლიმპიადიდან დაწყებული ის იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდები ოლიმპიადაზე ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.
www.travelingeorgia.ge