სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ბათუმი სამეწარმეო ბაზრობას 18-19 აგვისტოს უმასპინძლებს.
ორ დღიანი სამეწარმეო ბაზრობა ერას მოედანზე 15:00-დან 23:00 საათამდე გაიმართება.
ღონისძიებაში 70-ზე მეტი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ბაზრობა გამორჩეული იქნება მრავალფეროვნებით და საინტერესო სავაჭრო სივრცე იქნება, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, სახლის დეკორი და სხვა. ამასთანავე, გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრებს დახვდებათ: კვების ავტობუსები, საბავშვო და მცენარეების ზონა.
ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, თითოეული ვიზიტორი შეძლებს გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი.
www.travelingeorgia.ge