ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმი-სარფის გზის მშენებელობის რამდენიმე ვარიანტი განიხილება
22 ოქტომბერი, 2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ტექნიკურ საბჭოზე ბათუმი(ჭოროხი)-სარფის გზის მშენებლობისთვის მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი განიხილეს.

ბათუმი-სარფის გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, მისი სავარაუდო სიგრძე 12 კმ-ია. სააგენტოს ცნობით, ტექნიკური საბჭოს შეხვედრაზე, ბათუმი-სარფის მიმართულების რამდენიმე ვარიანტი განიხილეს, საიდანაც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შეირჩევა და დეტალური პროექტის მომზადება დაიწყება.

ბათუმი-სარფის გზა თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის. გადატვირთული მოძრაობის გამო, აღნიშნულ გზაზე ხშირად იქმნება საცობი და გადაადგილება ფერხდება, პროექტის დასრულების შემდეგ პრობლემა სრულად მოგვარდება. გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა და შემცირდება მგზავრობის დრო.

ბათუმი(ჭოროხი)-სარფის გზა ბათუმის შემოვლით გზას შეუერთდება და ამ პროექტით აჭარის რეგიონში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა დასრულდება.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.