ბათუმში აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით თაფლის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას 40-ზე მეტი მეფუტკრე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მიიღებს.
ფესტივალი ოფიციალურად 11 აგვისტოს ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან გაიხსნება, 12 აგვისტოს კი ფესტივალი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გადაინაცვლებს.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 40-ზე მეტი მეფუტკრის პროდუქცია, რომელიც დამზადებულია საქართველოში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისაგან.
ფესტივალის სტუმრები შეძლებენ სხვადასხვა თაფლის სახეობის დაგემოვნებას და შეძენას.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართებაგასართობი ღონისძიებები, ცოცხალი მუსიკა, კონკურსები, მასტერკლასები, სადაც ვიზიტორები თავად შეძლებენ მონაწილეობის მიღებას.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ჯარას ტრადიციული მეფუტკრეობის აღჭურვილობა და ჯარას თაფლი, სოფლად ტურიზმისა და გოდერძის ალპური ბაღის საინფორმაციო კუთხეები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც მეფუტკრეობა ისწავლება.
თაფლის ფესტივალი პირველად 2015 წელს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებული და არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული ,,კავკასიის ალიანსების პროგრამის’’ მხარდაჭერით, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, რაც მიზნად ისახავს ქართული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების პოპულარიზაციას.
ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი.
www.travelingeorgia.ge