ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ბათუმი თაუერის“ გახსნის თარიღი ცნობილია – Le Méridien-ის სასტუმრო ოფიციალურად დეკემბერში გაიხსნება
22 აგვისტო, 2019

ორი ნაწილისგან შემდგარი “ბათუმი თაუერსი“ ოფიციალურად 2019 წლის ბოლოს, დეკემბრის თვეში გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“  პროექტის განმახორციელებელ დეველოპერულ კომპანია  „რედკოში“ განუცხადეს.

“რედკოში“ აცხადებენ, რომ პროექტის ერთი ნაწილი, რომელიც აპარტამენტებისგან შედეგება, ფაქტობრივად, დასრულებულია და რამდენიმე აპარტამენტი უკვე გაყიდულია. 1კვ. მ-ის ფასი 5800 ლარიდან იწყება.

რედკოს დიზაინერებმა შექმნეს 5 ტიპის ბინის პროექტი, სხვადასხვა პროექტის ინტერიერის დიზაინზე მუშაობდა ქართული კომპანია რუმსი და  ცნობილი ინტერიერის დიზაინერი დავით ქოიავა.

205 მეტრის სიმაღლის, 35-სართულიანი შენობა  ჯამში 91 რეზიდენციას მოიცავს.

ბათუმი თაუერში რეზიდენციების ტიპები კვადრატულობის მიხედვით ნაწილდება შემდეგნაირად – 67,5 კვ.მ. 76,4 კვ.მ., 92,3 კვ.მ., 174,4 კვ.მ., 235,3 კვ.მ.  ყველაზე პატარა აპარტამენტი ორი საძინებლითაა წარმოდგენილი და მინიმალური ფასი იწყება 391 900 ლარიდან. კლიენტის სურვილისამებრ შესაძლებელია ფართების ინდივიდუალური დაგეგმარებაც.

რაც შეეხება პროექტის მეორე ნაწილს  —  2019 წელს გაიხსნება Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი Le Méridien-ის  სასტუმრო, ღია და დახურული აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, რამდენიმე რესტორნით,  ლაუნჯითა და ღია ტერასით, საკონფერენციო და სადღესასწაულო დარბაზებითა და სამორინეთი. აქ გაიხსნება ორსართულიანი კაზინოც.

ბათუმი თაუერის 26-ე სართულზე დამონტაჟებულია პანორამული ბორბალი. კომპლექსი მდებარეობს ბათუმის ცენტრში, შავი ზღვის სანაპიროზე.  სასტუმროში წარმოდგენილი იქნება 105 თანამედროვედ გაწყობილი ექსკლუზიური ნომერი.

დეველოპერულმა კომპანია “რედკომ“ „ბათუმი თაუერის“  შენობა 25 მილიონ დოლარად შეიძინა. ბათუმი თაუერში სხვადასხვა სახის კომერციული ფართები იყიდება და მათ შორისაა მაღალი კლასის საცხოვრებელი რეზიდენციებიც.

პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარია.

რაც შეეხება შენობაზე განთავსებულ ცნობილ ეშმაკის ბორბალს, როგორც კომპანია „რედკოში“ გვითხრეს, ის ჩვეულებრივად იფუნქციონირებს და მისით სარგებლობა შეეძლებათ, როგორც სასტუმროს დამსხვენებლებს, ასევე ჩვეულებრივ ტურისტებს.  ამავე სართულზე განთავსდება ლაუნჯ კაფეც.

კომპანია REDCO ძირითადად საქმიანობს აპარტ-ოტელების მშენებლობასა და რეალიზაციის სფეროში.  2012 წლიდან წარმატებით ოპერირებს  საქართველოს ბაზარზე. 2013 წლის ოქტომბერში პარიზში კომპანია REDCO-ს გადაეცა ჯილდო “International gold star for quality” (საერთაშორისო ოქროს ხარისხის ვარსკვლავი). 2014 წელს ნიუ იორკში კომპანია რედკო “International award for excellence and business prestige”-ის პრიზით დააჯილდოვეს.

Le Meridien-ის ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. რაც შეეხება Marriott-ს, მის  ქსელში ამჟამად შედიან ისეთი ბრენდების სასტუმროები როგორებიცაა „Carlton, „Bulgari, „Courtyard, „Residence Inn, „Marriott Hotels, „St. Regis, „Le Meridien. Sheraton.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.