ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ბათუმის ალიანს პალასი“ რომელშიც სასტუმრო Courtyard Marriott-ი და კაზინო განთავსდება ზაფხულში გაიხსნება
12 თებერვალი, 2019

2019 წლის ივნისში, ბათუმში „ალიანს პალასი“-ს მრავალფუნქციური, 41-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი გაიხსნება, რომლის ხუთ (156 ნომერი) სართულზე საერთაშორისო სასტუმროების ბრენდი Courtyard Marriott შევა. „კომერსანტისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი ისიც, რომ სასტუმროში ერთ-ერთი ისრაელური კომპანია კაზინოს გახსნის, რომელსაც „ბათუმი“ ერქმევა. სამორინე ზაფხულში გაიხსნება, თუმცა, კონკრეტული უცხოელი ინვესტორის დასახელებისგან  „ალიანს ჯგუფში“ ამ ეტაპზე თავს იკავებენ.  

როგორც „კომერსანტს“ „ალიანს ჯგუფის“ ხელმძღვანელმა აკაკი სონგულიამ განუცხადა, „ალიანს პალასის“ სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ამჟამად მისი ექსპლუატაციაში შესვლის პროცესი ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „ალიანს პალასი“ წარმატებული პროექტი იქნება, რადგან მას ტურისტების მხრიდან დიდი დაინეტრესება ექნება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 2015 წლიდან მრავალფუნქციური 41–სართულიანიკომპლექსი „ალიანს პალასი“ შენდება. მასში ჯამში 54 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. ექსკლუზიური არქიტექტურისა და თანამედროვეინფრასტრუქტურის მქონე კომპლექსი 

ბულვართან ახლოს განთავსდება. პროექტითასევე გათვალისწინებულია მიწისქვეშა ავტოსადგომის, ღია და 

დახურული აუზების,გამაჯანსაღბელი კომპლექსის, კაზინოსა და რესტორნის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში ჯამში 300 ადამიანი დასაქმდება.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.