ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმის ავტობუსების პროექტისთვის ბიუჯეტიდან 9 100 000 ლარი გამოიყოფა
06 ოქტომბერი, 2017

ბათუმში მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თანამედროვე სტანდარტების დიზელზე (euro 5) მომუშავე და სრულად ელექტრო ავტობუსების შეძენისთვის 9 მლნ 100 ათასი ლარია ჩადებული. 

პროექტის დონორებია: E5P და EBRD. 

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილის მიხედვით, პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ ლარია, საიდანაც 2017 წელს გამოიყო 13 მლნ ლარი. 2019 წლის ბიუჯეტში კი, 8 მლნ ლარის გამოყოფაა დაგეგმილი. 

"პროექტის მიზანია, მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის პარკის განახლება/შევსება ახალი ადაპტირებული ავტობუსებით, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასა და მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის გამართულ მუშაობას", - აღნიშნულია მთავარ ფინანსურ დოკუმენტში. 

პროექტის საბოლოო მოსალოდნელ შედეგად შეუფერხებელი, ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის უზრუნველყოფაა განსაზღვრული.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.