ბათუმის ახალაშენებულ ესტაკადაზე მოძრაობა გაიხსნა. აჭარის მთავრობის ცნობით, პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ესტაკადის 915 მეტრის სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება. მოეწყო და გამწვანდა ესტაკადის გამყოფი ზოლი. დასრულდა ბორდიურების, განათების ბოძების და სანიაღვრე ქსელების მოწყობის სამუშაოები.
ესტაკადა სრულად ექსპლუატაციაში სექტემბერში შევა. მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და ესტაკადის ფრანგული კედლის მოპირკეთება.
დაგეგმილია პროექტით გათვალისწინებული 5 დამხმარე გზის მშენებლობა (მოასფალტება), რაც ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურობას გაზრდის.
ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესში დაახლოებით 90 ადამიანია დასაქმებული.
www.travelingeorgia.ge