ბათუმის ბოტანიკური ბაღი პარაზიტულ მცენარეებს ვერ მოერია და დახმარება თურქეთს სთხოვა
თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (TİKA) ბათუმის ბოტანიკურ ბაღს პრეპარატებით დაეხმარა.
როგორც თურქული მედია იტყობინება, TİKA-ს დახმარება, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმართ, “ტყის დაზიანებისგან დაცვის“ პროექტის ფარგლებში განახორციელა.
TİKA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექციამ მათგან, პარაზიტული მცენარეების წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარება ითხოვა. ამ თვალსაზრისით 105 წლის ბათუმის ბოტანიკური ბაღისათვის შესაბამისი პრეპარატები გადაეცათ.
პროექტის ფარგლებში ბოტანიკური ბაღის დასაცავად, ართვინის სატყეო დეპარტამენტის სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღს TİKA-მ მსგავსი დახმარება 2016 წელსაც გაეწია.
www.bpi.ge