ბათუმის ბულვარი ტერიტორიის დანაგვიანებაზე კონტროლი მკაცრდება. ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირი 20-დან 5000 ლარამდე დაჯარიმდება.
2 კილოგრამამდე ნარჩენის დაყრა 80 ლარით ჯარიმდება, 2კგ-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარენებით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირი – 300 ლარით, იურიდიული პირი 500 ლარით.
1მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარით, ხოლო ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 20 ლარით და მისი ფეკალური მასის ტერიტორიის დაბინძურება 20 ლარით დაჯარიმდება.
გარდა ფიზიკური პირებისა, ჯარიმა იურიდიულ პირებზეც გავრცელდება. ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მონიტორინგი ყოველდღიურად 09:00 საათიდან 00:00 საათამდე, განხორციელდება.
„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია მოსახლეობას და დამსვენებლებს თხოვნით მიმართავს, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ბულვარში დაიცვან დასუფთავების წესები.
www.bpi.ge