ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ბათუმის ბულვარის ტერიტორია წელიწადის ნებისმიერ დროს მიმზიდველი უნდა იყოს“
21 სექტემბერი, 2018

ბათუმის ბულვარის ახალმა ხელმძღვანელმა, ბულვარის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესწავლა დაიწყო.
ირაკლი ჯინჭარაძემ ბულვარის მთლიანი პერიმეტრი დაათვალიერა და მიმდინარე აგრონომიულ და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ახალი ხელმძღვანელი ანბანის კოშკთან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმებულ თანამშრომლებს შეხვდა და დაზიანებული ფილების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

„მნიშვნელოვანია ბულვარს სრულად ჰქონდეს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და არსებული პრობლემები უმოკლეს დროში აღმოიფხვრას, რათა არა მხოლოდ ტურისტულ სეზონზე, არამედ წლის დანარჩენ პერიოდებშიც ზღვისპირა ბულვარი კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის, ეს არის ჩვენი სამსახურის უპირველესი პრიორიტეტი,“ -აღნიშნა ირაკლი ჯინჭარაძემ.

ირაკლი ჯინჭარაძემ ახალი ბულვარის ტერიტორიაც დაათვალიერა, იქ არსებულ ვითარებას და შესრულებული სამუშაოებს გაეცნო.

ახალი ბულვარის ტერიტორიაზე აგრონომიული სამუშაოები, “სკეი პარკის“ რეკონსტრუქცია და  პლაჟის გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბულვარის მთლიან პერიმეტრზე მავნებელ დაავადებათა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქიმიური წამლობაც დაიწყო. პროექტის ფარგლებში შეიწამლება 25 ათას ძირამდე სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი ხე-მცენარე, ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ეტაპობრივად შეიწამლება. 

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.