ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმის ბულვარში აგრონომიული სამუშაოები გრძელდება
14 ივლისი, 2017

ბათუმის ბულვარში აგრონომიული სამუშაოები გრძელდება.

სსიპ “ბათუმის ბულვარი”-ს აგრონომიული სამსახურის მიერ სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. კერძოდ, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, დეკორატიულ ბუჩქებს სარეველა ბალახისაგან გაწმენდითი სამუშაოები უტარდება, ფხვიერდება ხე-მცენარეების ნიადაგი, ერთწლოვანი ყვავილები სარეველებისაგან იწმინდება.

ასევე, სხვადასხვა ლოკაციაზე მებაღეების მიერ მრავალწლოვანი ხე-მცენარეების გასხვლა-ფორმირების სამუშაოები და საბაღე ნარჩენებისგან, ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.