ბათუმის ბულვარში საბავშვო კუთხე განახლდა.
ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, ბავშვთა გასართობ მოედანზე დამონტაჟდა ახალი საბავშვო ატრაქციონები; დაემატა ჩამოსასრიალებელი, ასაცოცებელი და ათი ერთეული ზამბარიანი ატრაქციონი.
შეცვლილია მოედნის საფარიც, იგი ახლა უკვე საბავშვო თემატიკით არის მოხატული.
ატრაქციონების შეძენა-მონტაჟის სამუშაოები კომპანია „გეოლოდმა“ განახორციელა. საბავშვო ატრაქციონების შესყიდვა-მონტაჟი 108 850 ლარი დაჯდა.
მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge