ბათუმის ბულვარში ახალი ველობილიკი მოეწყობა. როგორც „ბათუმელები“ წერს, საუბარია არსებული ველობილიკების შეცვლაზე პანორამული ბორბლიდან ახალ ბულვარში მდებარე ხიდამდე.
ველობილიკზე ფილების ნაცვლად ბეტონის ნარევის სხმული დაიგება.
როგორც „ბათუმელებს“ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ბილიკი ამორტიზებულია და მის ხელახლა მოწყობაზე ტენდერი უახლოეს ორ კვირაში გამოცხადდება.
სულ ველობილიკი 19 424 კვადრატული მეტრზე მოეწყობა და დაახლოებით 1,763 მლნ ლარი დაიხარჯება.
ბულვარის ადმინისტრაცია ასევე გეგმავს ტენდერის გამოცხადებას ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაზიანებული ფილების გამოცვლასა და ბორდიურების მოწყობაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2,083 მლნ ლარია.
www.travelingeorgia.ge