ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმის ბულვარში იაპონურ ბაღს მოაწყობენ
29 აგვისტო, 2017

იაპონური ბაღი ბათუმის ბულვარში, უნივერსიტეტის მოედნის მიმდებარედ, 1020 კვ.მ-ზე მოეწყობა. ბაღში განთავსდება წყლის სარკე, გუბურა, ჩანჩქერი, ბილიკი ფლეთილი ქვისაგან, გაზონი, ბამბუკის ზოლი, დეკორატიული განათება, იაპონური კარიბჭე, ორი ცალი.

იაპონური ბაღის კარიბჭე ბათუმის ბულვარში / ფოტომონტაჟი

„ბათუმის ბულვარი“ ბაღის მოწყობაში მაქსიმუმ 151 ათას 680 ლარს გადაიხდის. გამოცხადებულია შესაბამისი ტენდერი, რომელიც 4 სექტემბერს დასრულდება. იაპონური ბაღის მოწყობის სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 65 დღეში უნდა დასრულდეს.

„ბათუმის ბულვარს“ იაპონური ბაღის გაშენება 2015 წელსაც ჰქონდა დაგეგმილი.

იაპონური ბაღი ბულვარში უნივერსიტეტის მოედნის მიმდებარედ მოეწყობა

batumelebi.netgazeti.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.