ბათუმის ბულვარში ადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და სანაპირო ზოლის მოწყობის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, აჭარის მთავრობა გააკეთებს მაქსიმუმს, რათა შეიქმნას ადაპტირებული გარემო ბაღებში, სკოლებში, სამუშაო ადგილებსა თუ საჯარო სივრცეში.
ბულვარში 2019 წელს განსახორციელებელი ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტების კონცეფციის პრეზენტაციაზე გაირკვა, რომ შშმ პირთა მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და ისინი აქტიურად იქნებიან ჩართულნი პროექტირებისა და მშენებლობის პროცესში.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბათუმის ბულვარში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთათვის სანაპირო ზოლზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.
www.travelingeorgia.com