ბათუმის ბულვარში საჯარიმო სანქციები მკაცრდება. აჭარის ტელევიზიის ცნობით, ბულვარსა და სანაპირო ზოლზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების დატოვებისთვის ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მონიტორინგის სამსახური დააჯარიმებს.
სანაპირო ზოლისა და ბულვარის ტერიტორიაზე მონიტორინგი 09:00 საათიდან დაიწყება და 00:00 საათამდე გაგრძელდება. მონიტორინგის სამსახური იმ ტერიტორიასაც გააკონტროლებს, რომელიც იჯარით არის გაცემული და ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში იურიდიული პირებიც დაჯარიმდებიან.
მონიტორინგს 9 კაციანი ჯგუფი აწარმოებს,რომლებიც ბულვარის ადმინისტრაციის მუდმივი თანამშრომლები არიან.
როგორც აჭარის ტელევიზიასთან ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, ამ დროისთვის 5 საჯარიმო ქვითარია ამოწერილი, რომელიც საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვას გულისხმობს. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ნებართვის გარეშე ფიზიკურ პირებს ველოსიპედები ყავდათ განთავსებული ბულვარის ტერიტორიაზე.
ასევე, დაჯარიმდა ერთი იურიდიული პირი 1000 ლარით, რომელმაც სანაპირო ზოლში, პიერ-ბათუმთან, სამშენებლო ნარჩენები დატოვა.
ტელევიზიის მონაცემებით ტერიტორიაზე ჯარიმების შესახებ ინფორმაცია ტურისტებისთვის სპეციალურ დაფებზე რამდენიმე ენაზე განთავსდება. ამ ეტაპზე ტურისტების დაჯარიმების ფაქტები არ დაფიქსირებულა.
სანაპირო ზოლში ან ბულვარის ტერიტორიაზე ნაგვის დაყრა კანონით იკრძალება:
2 კგ-მდე ნარჩენით ტერიტორიის დანაგვიანება ჯარიმდება 80 ლარით.
2 კგ-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება -150 ლარია. იურდიულიპიროსტვის კი 500 ლარიანი ჯარიმა.
1 მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ფიზ.პირი-300 იურ.პირი-1000 ლ.
სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციების დაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზ.პირის-200ლ. იურ.პირი-1000 ლ.
ნაგვის დაყრის გარდა მონიტორინგის ჯგუფის წევრები ტერიტორიაზე ცხოველების გასეირნების წესს და სხვა ტიპის შეზღუდვების აღსრულებასაც გააკონტროლებენ:
მაგალითად გაკონტროლდება და დაჯარიმდება პირები, რომლებიც საზოგადოებრივი ადგილებს თვითნებურად შეზღუდავენ – გარევაჭრობა, ველოსიპედების გაქირავება და ა.შ ფიზ.პირი-500 ლ. იურ.პირი-2000 ლ.
შინაური ცხოვრელის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას-50 ლარის ოდენობით.
ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას -20 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით ჩადენილი -50 ლარის ოდენობით.
შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას -50 ლარის ოდენობით.
www.bpi.ge