ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმის ბულვარში სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებაზე აუქციონები გამოცხადდა
18 აპრილი, 2018

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციამ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ზღვისპირა ბულვარში სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ელექტრონული აუქციონების გამოცხადება დაიწყო.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა, რეგისტრაცია ელექტრონული აუქციონის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.eauction.ge -ზე უნდა გაიარონ.

აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, საშუალება მიეცემათ ზღვისპირა ბულვარში მცირე სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ. ელექტრონული აუქციონები ეტაპობრივად გამოცხადდება და მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე დასრულდება.

აუქციონები ცხადდება სამეწარმეო საქმიანობაზე: სუვენირების დახლი (ნინო და ალი -აკვაპარკი); გასართობი აპარატი  (არდაგანის ტბასთან); გასართობი ატრაქციონი   (არდაგანის ტბასთან); რიგშა   (ნინო და ალი, უნივერესიტეტი, აკვაპარკი და ახალი ბულვარი); სანაყინე ჯიხურები   (განთავსებულია პრომინადზე); ელექტრო მობილი  (ნინო და ალი, უნივერესიტეტი, აკვაპარკი და ახალი ბულვარი); სანაყინე კუთხე (ვაჟა ფშაველა, მელიქიშვილის, თავდადებულის ქ.); ტირი (არდაგანის ტბასთან); ფოტოჯიხური (თავდადებული ქ.  და ინტურისტის გასწვრივ); სათვალის დახლი  (26 მაისი ქ. ნინო ალი, თავდადებული); ბატუტი (არდაგანის ტბასთან); სეგვეი, გიროსკუტერი  (ნინოდა ალი, უნივერესიტეტი, აკვაპარკი ახალი ბულვარი ); ტენისის და ბილიარდი  (თავდადებულის ქუჩის მიმდებარედ); სკუტერები (ძველ  გემთან და სექტორის გვერდით) და სხვა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.