ტურისტული სეზონისათვის ბათუმის ბულვარში სანაპიროზე გადასასვლელი ადაპტირებული ბილიკები მოეწყობა.
ხის კონსტრუქციის ტრასნფორმირებადი ბილიკები რვა სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟდება.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ, ადაპტირებული ბილიკების დამზადება-მოწყობისათვის ელექტრონული ტენდერი 30 მარტს გამოაცხადა. სამონტაჟო სამუშაოები ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 41 902 ლარია განსაზღვრული.
კონკრეტული ტერიტორია ბილიკების მოსაწყობად ტენდერის დასრულების შემდგომ განისაზღვრება. გადასასვლელი ბილიკები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთა და ეტლით მოსარგებლეთათვის.
ბილიკების სიგანე 1,2 მ და მაქსიმალური სიგრძე 80 მეტრს შეადგენს.
www.travelingeorgia.ge
საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობა სანაპირო ზოლში მაისიდან იგეგემება.