ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმის ცენტრალურ პარკში ძველი კოლონადები აღდგება
19 თებერვალი, 2018

ბათუმის ცენტრალურ პარკში ძველი კოლონადები აღდგება. ცენტრალური პარკის ტბისპირა კოლონადების აღდგენისთვის წინასაპროექტო ესკიზები ბათუმის მერიამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც გამოქვეყნებული მასალებიდან ირკევევა კოლონადების აღდგენისა და შესასრულებელი სამუშაოების დამკვეთი ბათუმის მერიის სამსახური, ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოა.

კოლონადების იერ-სახე დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით აღდგა. სამუშაოები დაახლოებით 80-100 000 ლარი დაჯდება. სამუშაოების შესასრულებლად, როგორც ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდება.

პარკშ ტერასის აღდგენაცაა დაგეგმილი და როგორ ბათუმის მერმა განმარტა, მომავალში პარკში კიდევ უფრო მეტი გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

ბათუმში „6 მაისის პარკად“ წოდებულ პარკს ,,ბათუმის ცენტრალური პარკის“ სახელი ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით რამდენიმე დღის წინ მიენიჭა.

პარკის ტერიტორიის საერთო ფართობი უკვე 165 000 კვ.მ.–ია. პარკში მდებარეობს სხვადასხვა გასართობი ობიექტი: დელფინარიუმი, სადემონსტრაციო აკვარიუმი და ზოოკუთხე, საბავშვო ატრაქციონები. აქ შეგიძლიათ გაიგოთ დრო „მზის საათის“ მეშვეობით, დატკბეთ დეკორატიული ე.წ. „ქვის შადრევნით“, გაისეირნოთ ტბაზე ნავით და სხვა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.